| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ქვილითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1978-1979 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში: თბილისის სანიტარ-ინსტრუქტორის სასწავლებელში და ქუთაისის სამხედრო ნაწილში ზერიგითად. 1981-1986 წლებში სწავლობდა სოხუმში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. პარალელურად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში. 1987 წლიდან მუშაობდა N6 სამშენებლო ტრესტში – ინჟინრად. 1992 წლის აგვისტოში სოხუმში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს მერაბ ქვილითაია პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილებს ბრძოლის ველზე, ინსტრუქტაჟს უტარებდა მეომრებს სამხედრო ქვედანაყოფებში. სამხედრო სამედიცინო ასეული "კობრას" ჩამოყალიბების პირველივე დღიდან მსახურობდა და მონაწილეობდა ასეულის მიერ განხორციელებულ ყველა ოპერაციაში. ბრძოლებში მიღებული ჭრილობების, თუ ქალაქის დაბომბვის შედეგად მას არაერთი სამხედრო თუ სამოქალაქო პირისთვის აღმოუჩენია პირველადი სამედიცინო დახმარება. ხშირად იყო ფრონტის წინა ხაზზე და ორმხრივი ცეცხლის დროს საკუთარი სიცოცხლის თავგანწირვის ფასად არაერთგზის გამოუყვანია დაჭრილი მეომრები, დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმზე განხორციელებული შემოტევის დროს მერაბ ქვილითაია უგზოუკვლოდ არის დაკარგული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. 2016 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მერაბ ქვილითაიას სახელი მიენიჭა. წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

