The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ კავლელაშვილი

მარიამ კავლელაშვილი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1994  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო აფთიაქში; ქ. მახაჩკალის (დაღესტანი) სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მახაჩკალის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პერიოდი მთლიანად დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობას. იყო უშუქობა, საკვები პროდუქტების დეფიციტი, სწავლისა და შრომის არეული გრაფიკი, სანგრების თხრასა და თავდაცვითი ზღუდეების აღმართვაში მონაწილეობა, დაბომბვებისას თავშესაფრებში ხანგრძლივი ყოფნა და ა.შ. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობა დაიწყო გორის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერში, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. დაჯილდოებული იყო საპატიო დიპლომებით, სიგელებითა და მედლებით.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.39-42

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: