The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკილოზ კარიჭაშვილი

ნიკილოზ კარიჭაშვილი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1923
გარდაცვ. თარიღი:2008  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ხიდისთავის სასაფლაო, გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტი ე. წ. "ტბიჟტ"-ი, რკინიგზის სისტემის ინჟინრის სპეციალობით.

იყო ახალაგზრდა სპეციალისტი მცხეთის რკინიგზის სადგურის მორიგე; გორის რკინიგზის ვაგზლის, შემდეგ სადგურის უფროსი; ქ. კასპისა და დიდუბის სადგურების უფროსი; ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს რევიზორი; კვლავ გორის სადგურის და ვაგზლის უფროსი პენსიაში გასვლამდე. იყო მრავალგზის გამარჯვებული და დაჯილდოებული: საქართველოს პრეზიდენტის მადლობა; საპატიო რკინიგზელის ნიშანი; ყოფილი საქალაქო კომიტეტის საპატიო სიგელი; ყოფილი სსრკ-ს რკინიგზის მინისტრის სახელობითი ჯილდო; ასევე მრავალი სიგელი, დიპლომი, მადლობა და ფულადი პრემია. მინიჭებული ჰქონდა ვიცეპოლკოვნიკის წოდება.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019.-გვ.43-47

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: