The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მშვენიერაძე

ნინო მშვენიერაძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1955  (71 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობა 1978 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასაპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით 1981 წელს.

1981-2011წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია; სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობს ლექციებს; 1986-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე კითხულობდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის კურსს; 2007-2023წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; ასევე ლექციების კურსს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; ნ. მშვენიერაძე არის ეროვნული თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და საგამომცემლო დანიშნულების პროექტის მონაწილე; საინიციატივო ჯგუფის "მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის" წევრი და ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის "მეცნიერი ქალი" ფარგლებში შესრულებული ნაშრომის "ფილოსოფოსი მერი ჭელიძე" ავტორი; არის მონოგრაფიების და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის დოქტორი.

დისერტაციის თემა - "ი. კანტის მოძღვრება ადამიანის შესახებ", დაიცვა 1984 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი "იოანე პეტრიწი", დამფუძნებელი, დირექტორი
  • საქართველოს ფენომენოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: