| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე იმედაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1990 წელს. 1990-1991წწ. მუშაობდა გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" კორესპონდენტად; 1991-1993წწ. რუსეთის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგნეტო "იმა-პრესის" საკუთარ კორესპონდენტად საქართველოში; 1991-1992წწ. სარეკლამო სააგენტო "ინფორმრეკლამის" პ/მ რედაქტორად; 1993-1994წწ. საქართველოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია "777"-ის კორესპონდენტად; 1994-1995წწ. რუსეთის "ობშჩაია გაზეტას" საკუთარ კორესპონდენტად საქართველოში; 1996 წლიდან კანადის საერთაშორისო რადიოს რუსეთის სამსახურის უშტატო კორესპონდენტად საქართველოში; არასამთავრობო საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრ "ალტერნატივას" დირექტორთა საბჭოს წევრი; აგრეთვე, ბლექ სი პრესის დამაარსებელი და მათავარი რედაქტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.222
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

