The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ მოისწრაფიშვილი

რევაზ მოისწრაფიშვილი
Date of birth:9 August, 1948
Date of death:5 July, 2021  (at 72 years)
Burial location:ქობულეთის სასაფლაო
Category:Engineer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა აზოვის შავი ზღვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტი ინჟინერ - მექანიკოსის კვალიფიკაციით 1976 წელს.

1964–1970წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის რადიორედაქციაში დიქტორად; 1976–1978წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "სპეცმშენის" სახაზო მექანიკოსი; 1979–1984წწ. ქობულეთის აგროსამრეწველო გაერთიანების მთავარი ინჟინერ-მექანიზატორი; 1984–1986წწ. იმავე გაერთიანების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1986–1987წწ. ხელმძღვანელობდა ქობულეთის რაიკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილებას; 1987–1991წწ. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. ქობულეთის რაიონის პრეფექტის მოადგილე; 1992–1995წწ. ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995–2006წწ. იყო კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი; 2002–2006წწ. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი; 2006 წლიდან გარდაცვალებამდე ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა კინტრიშისა და ქობულეთის უნიკალური ეკოსისტემები, აღიკვეთა ანთროპოგენური ზემოქმედება, აღდგა ისპანის ჭაობის რელიქტური ტყე; 2004 წელს გაუქმდა ნაკრძალის ტერიტორიაზე დაგეგმილი მელიორაციის აუქციონი; 2007 წელს შეიცვალა ავტომაგისტრალისა და ბუნებრივი აირის მარშრუტები ნაკრძალის დასაცავად; რევაზ მოისწრაფიშვილის გონივრული მენეჯმენტის შედეგად, ქობულეთის ისპანის ნაკრძალმა და კინტრიშის ნაკრძალმა გააძლიერა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაცია "კოლხეთის ნოტიო ტყეები და ჭარბტენიანები" და 2021 წლის 26 ივლისს UNESCO-მ ოფიციალურად მიანიჭა აღნიშნული სტატუსი; საერთაშორისო თანამშრომლობა: UNESCO, რამსარის კონვენცია, ტორფნარების კონსერვაციის საერთაშორისო ჯგუფი, მსოფლიო წითელი ნუსხა. მისი კალიგრაფიის მიხედვით შექმნილია ქართული შრიფტი: calligraphy.ge; გარემოსდამცველი, მენეჯერი.

Awards and Honors

  • 2010 - ღირსების ორდენი

Share: