| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერეკლე ბეჟუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. სწავლობს სსიპ ქალაქ თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის № I საჯარო სკოლაში. რამდენიმე გამოუქვეყნებელი რომანის, ასობით ლექსის და ერთი გამოცემული წიგნის ავტორი (საუბარია "ტიბეტურ საგანძურზე", რომელიც "პარნასის" მიერ ბესტსელერად იქნა დასახელებული, იგი ავტორმა 12-13 წლისამ დაწერა. ამ ასაკში წიგნის გამოქვეყნების პრეცედენტი სამყაროში რამდენიმე ათეულჯერ ფიქსირდება, ხოლო ამ ასაკში და ამხელა მოცულობის პუბლიკაციის გამოცემას ანალოგი არ გააჩნია – რის გამოც ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა); მისი ლექსები და მოთხრობები დაბეჭდილია საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გაზეთში - "მწერლის გაზეთი", პირველი წიგნის ნაწყვეტები ჟურნალ "აფინაჟში", ლექსები და მოთხრობები - "ლიტერატურულ საქართველოში" და ა. შ. (რამდენიმე ლექსი შესულია სხვა კრებულებშიც: "წინანდალი, პოეზია და არამარტო...", "დავიღლები საქართველოს სიყვარულში", "პოეტები საქართველოსი" (მერვე ტომი)...); ერეკლე ბეჟუაშვილის ლექსები წითელ ფონდსა და ეროვნულ საგანძურშია დაცული; თანამშრომლობს მეცნიერებათა აკადემიასა და მწერალთა სახლთანაც; არის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული და პირველ ადგილოსანი თბილისი-თელავი-გორის მასშტაბით. ხშირად გამოდის ტელევიზიით, სადაც მისი საუბრის ძირითადი თემები ისტორია, ლიტერატურა და რელიგიაა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

