The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა ხატიაშვილი

ნიკა ხატიაშვილი
Legal name:ნიკოლოზ ხატიაშვილი
Date of birth:20 March, 1988  (38 years)
Category:Diplomat, Scientist, Explorer, Politician, Political Leader, Public Man

Biography

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი; საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი; ევროპის სამართლისა და მმართველობის საჯარო მმართველობის მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სადოქტორო კვლევის საგანს წარმოადგენს რუსეთის საგარეო და ბირთვული პოლიტიკა; სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის, LUISS-ის უნივერსიტეტის, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის, ვენის დიპლომატიური აკადემიის, ეუთო / ოდირის, ევროპის კოლეჯის, ჰერტის სკოლის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯის, ნატოს ობერამერგაუს სკოლის, ნატო-ს კოლეჯის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ფონდ ღია საზოგადოების, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, IDFI, რონდელის ფონდის და სხვა ორგანიზაციების სასწავლო პროგრამები; არის მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული.

2010-2011წწ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი; 2012-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური დეპრატამენტი; კავკასიის უსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიის ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი (2015); 2017-2025წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი; 2021 წლიდან ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი (2023); მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, დემოკრატიის, საერთაშორისო უსაფრთხოების, დაზვერვის და კონტრდაზვერვის, ჰიბრიდული ომის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები; 18 წელზე მეტია მუშაობს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, აქედან 6 წელი დიპლომატიურ სამსახურში; პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში; ასევე, არის 50-მდე სტატიისა და კვლევის ავტორი და სპიკერის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში; წლების განმავლობაში ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED), გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებას, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ადვოკატირებას.

Member of Organizations

  • აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG), მმართველი საბჭოს წევრი (2020-)
  • დასავლური დემოკრატიის და ლიდერობის ინსტიტუტი, თანადამფუძნებელი (2024-)
  • ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელი, წევრი
  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დემოკრატიული თაობა - Generation Democracy, წევრი
  • საქართველოს განვითარების ასოციაცია, თავმჯდომარე (2011-2012)
  • საქართველოს განვითარების ასოციაცია, თავმჯდომარე (2007-2010)

Share: