| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ნონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სანიორე, თელავის რაიონი. დაამთავრა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელის პროფტექნიკური სასწავლებელი ელექტრომონტიორის სპეციალობით. 1979-1981 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალქალაქში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის მოსამზადებელ განყოფილებაზე დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ორპროფილიან სპეციალობაზე, შემდეგ სწავლა გააგრძელა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში იმავე სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1987 წელს. 1989 წლიდან მუშაობდა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ღვინის ქარხანაში მძღოლად. 1992 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის თელავის სამხედრო ნაწილის საფინანსო სამსახურის უფროსად. ამავე წლის აგვისტოში გვარდიის შენაერთებთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში, გაგრის მახლობლად, ლესელიძეში და სხვა ადგილებში. დაიღუპა 1992 წლის 30 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.333-334
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

