The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მჭედლიშვილი

ირაკლი მჭედლიშვილი
ოფიციალური სახელი:იროდიონ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:2007  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორის სასაფლაო
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1954 წელს მუშაობა დაიწყო კინომულტიპლიკაციაში მხატვრად, შემდეგ, გორის თეატრში იწყებს მუშაობას მხატვარ-შემსრულებლად და თეატრის მთავარ მხატვრად. საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე 100-მდე სპექტაკლი აქვს გაფორმებული. უმუშავია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიცაა ლილი იოსელიანი, გოგი აბრამიშვილი, ოთარ ალექსიძე, შოთა კობიძე, ვაჟა ფაჩულია და სხვები. პარალელურად მოღვაწეობდა სამხატვრო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ზრდიდა მომავალ მხატვრებს. მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებს ზუგდიდის, ჭიათურის, ცხინვალის და სხვა ქალაქების თეატრებში. მიხეილ შაფთოშვილთან ერთად დადგმულმა თოჯინების თეატრის სპექტაკლებმა ბავშვთა შემოქმედებითი ოლიმპიადების ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოუტანა. იყო მრავალი სახალხო დღესასწაულის მხატვარ-გამფორმებელი, როგორც გორში, ასევე სხვა ქალაქებში. დამსახურებისათვის მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე (სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე) იმუშავა გორის სამხატვრო სკოლაში. გორის პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი სტატიები მხატვრებსა და მხატვრობაზე.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.56-58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: