The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ იოსელიანი

დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2008  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1960-1982წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში რეჟისორის თანაშემწედ, ასისტენტად, რედაქტორად, ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, ტელევიზიის პროგრამების მთავარ რედაქტორად; 1982 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის ცენტრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განყოფილების გამგედ; 1983 წლიდან საქართველოს კპ ცკ-ის პრესის, ტელევიზიისა და რადიოს სექტორის ინსტრუქტორად; 1985-1988წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის პირველ მოადგილედ; 1980 წლიდან საქართველოს კპ ცკ-ის პრესის, ტელევიზიისა და რადიოს სექტორის გამგედ; 1990 წლიდან გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქტორად; 1991 წლიდან იყო გამომცემლობა "ჟურნალისტის" რედაქტორი და საოჯახო გაზეთ "ცხოვრების" და "ჯანმრთელობის საიდუმლოებანი" რედაქტორ–გამომცემელი. მომზადებული აქვს სამასამდე სატელევიზიო გადაცემა. მათ შორის, იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო გადაცემათა ციკლებისა "როგორია თქვენი აზრი?", "სტუდია დიალოგი", "გაუმარჯოს გულახდილობას" და სხვ. არის რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი ("თბილისი", "ბაღის სამკაული", "საქართველოს კინომატიანე", "წელი 1980 და წელი 1981" და სხვ.). გამოცემული აქვს მრავალტომეულები: "საოჯახო მინი–ბიბლიოთეკა", "დეტექტივის მინი ბიბლიოთეკა", "ჯანმრთელობის ენციკლოპედია" და სხვ.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.222

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: