The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოგრატ სახვაძე

სოგრატ სახვაძე
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 2002  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ფხვენისის სასაფლაო, გორის რაიონი
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1934 წელს; ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში: ასწავლიდა სამხედრო საქმეს გორის რაიონის სოფლების (ხვითი, ნიქოზი, ყელქცეული) სკოლებში. 1939 წლიდან შრომითი კარიერა გააგრძელა თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს დაბრუნდა სამშობლოში მედლებით, ორდენებით და სიგელებით. გააგრძელა მუშაობა მშობლიურ სოფელ ფხვენისში. იყო უბნის უფროსი, აგრონომი, სოფელ შინდისის საბჭოს თავმჯდომარე, არჩეული იყო დეპუტატად.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.58-60


გააზიარე: