| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო გვიშიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პოეტ დოდო გვიშიანის ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: "დავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია", "მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?!", " დედავ ქართლისა" (კომპოზიტორი ეთერ ჭელიძე); "ლოდინის გზაზე" (კომპოზიტორი ნოდარ გიგაური); "ჩემი სიმღერა" "გამიფრთხილდი" "რაც დაკარგე, ვერა ჰპოვებ" "მეყვარებით შენ და თბილისი" "იმერული სახუმარო" (კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი); "ომში წასულო ვაჟკაცო" (ეძღვნება ლევან აბაშიძის ხსოვნას),"მომარჩინე", "თბილისელი ყარაჩოხელი", "თბილისის მზეო", "სიმღერა თბილისზე", "კიდევაც დაიზრდებიან" (კომპოზიტორი რუსუდან სეფისკვერაძე); "გაზაფხული თბილისში","ბედის ვარსკვლავი", "არ მინდა ვიცოდე" "მზე ჩაესვენა" (კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია); "ძველი თბილისი" (კომპოზიტორი გიორგი კალანდაძე); "ადრე ამოდი, მზეო", "ახალგაზრდული", "ჰიმნი სამშობლოს", "თბილის-ქალაქო", "დედავ ქართვლისა", "სერენადა", "სინაზე", "მზეო, ჩემი დედა ხარ", "სამშობლო", "იმედი" (კომპოზიტორი თენგიზ ჩოჩუა); "გაზაფხულის სიმღერა" (კომპოზიტორი შოთა მილორავა); "შუაღამის სერენადა" (კომპოზიტორი გოგი ცაბაძე), "შენ თუ მოხვედი" (კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი); "ლოცვა" (კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი); "ყარაჩოხელნო" (მუსიკის ავტორი მედიკო კარტოზია). ასევე კარგად ხატავდა და ძერწავდა, იყო კოსმეტოლოგი. გერმანისტისა და მთარგმნელის კარლო ჯორჯანელის მეუღლე. წყარო: უცნობი ამბები ცნობილი ჰიტების ლექსების ავტორზე / თამუნა კვინიკაძე // გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

