The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ტატულაშვილი

თინათინ ტატულაშვილი
Date of birth:20 January, 1949
Date of death:2014  (at 64 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; კიევის გლუშკოვის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, შემდეგ კი დოქტურანტურა.

მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "ნიიავტომატპრომი", კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; გორის სახელმწიფო ინსტიტუტში იყო მათემატიკური მეთოდებისა და მოდელირების კათედრის დოცენტი; 2007-2009წწ. - სსიპ სამართალმცოდნეობის აკადემიური დოქტორი და შემდეგ სრული პროფესორი; კითხულობდა ლექციებს შემდეგი  მიმართულებებით, როგორებიცაა: წრფივი პროგრამირება, სისტემური ანალიზი, მათემატიკური მოდელები და მოდელირება, ალგორითმიზაციის საფუძვლები და მონაცემთა სტრუქტურები, ოპერაციათა კვლევა, ეკონომეტრიკა, ზოგადი მენეჯმენტის საფუძვლები, უმაღლესი მათემატიკა და სხვა. არის ორმოცზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი; 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით, "გამოთვლითი მანქანები, კომპლექსები და ქსელები. მათემატიკური მეთოდები სამეცნიერო კვლევებში".

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.68-70

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Bibliography


Share: