| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლია ფუტკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1937 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებული იქნა გორში ექიმ-პედიატრად. მუშაობდა სამხერხაო ქარხანასთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ექიმად. კითხულობდა ლექციებს გორის სამედიცინო ტექნიკუმში სპეციალიზაციით: "ბავშვთა სნეულებანი". 1954 წელს გაიარა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; მუშაობა დაიწყო გორის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ექიმ თერაპევტად, შემდეგ გორის რაიონულ საავადმყოფოს ექიმ-თერაპევტად. 1962 წელს მიენიჭა ჯერ II კატეგორიის ექიმის, შემდეგ I კატეგორიის ექიმის წოდება. 1964 წლიდან ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს - "ავადმყოფის მოვლა" ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.76-79 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

