| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ პარკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1934 წელს. 1934-1964წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1943-1964წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1942 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1964 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა; 1965-1979წწ. - პროფესორი; 1944-1947 და 1979 წლიდან - ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის გამგე; 1966 წლიდან - პროფესორი; წლების განმავლობაში ეკავა მთელი რიგი საპასუხისმგებლო ადმინისტრაციული პოსტები; მუშაობდა სსრ განათლების სამინისტროს უმაღლესი სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ; შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და განათლების სექტორის გამგედ; წლების განმავლობაში იყო საზოგადოება "ცოდნის" გამგეობასთან არსებული ფიზიკის, მათემატიკის, ასტრონომიისა და ასტრონავტიკის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალ "მეცნიერებისა და ტექნიკის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოშ ფიზიკის ისტორიის შესწავლის პიონერი. მას ფიზიკის ისტორიის საკითხებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია და 300-მდე მეცნიერულ-პოპულარული სტატია; შეისწავლა იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, ანტონ, დავით, იოანე და პეტრე ბაგრატიონების ფიზიკური შინაარსის შემცველი შრომები; დაჯილდოებულია პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კოპერნიკის მედლით; გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აკადემიის ვერცხლის მედლით; რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ქანდაკებით "მოზროვნე ადამიანები"; უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მედლით; ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის მედლით "ლეონარდო დავინჩი"; დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების დედოფლის ოქროს გვირგვინის მინიატურული ასლით და სხვა. ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.691; ვახტანგ პარკაძე : ცხოვრება და მეცნ. მოღვაწეობა/ქავთარაძე ნ.-თბ.,2003 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

