| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჩიტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1987 წლიდან აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, ხოლო 1993 წელს ასევე მზად იყო იარაღით ხელში ებრძოლა თავის თანამოაზრეებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ალეკო ჩიტაძემ თბილისის N54 საშუალო სკოლაში ჩაატარა რამდენიმე გაკვეთილი ფიზიკაში და დაიმსახურა მაღალი შეფასება და ყურადღება. სკოლაში წლების განმავლობაში ტარდებოდა ინტელექტუალური თამაშები ალექსანდრე (ალეკო) ჩიტაძის სახელობის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად. გორის N9 სკოლაში ასევე იქმნებოდა საკონფერენციო თემები ალეკო ჩიტაძის შესახებ, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.91-94
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

