The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ძველაია

ვასილ ძველაია
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1992  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

იყო გორის ვაჟთა სკოლის პირველი დირექტორი. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის სკოლის დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე N4 სკოლის წარმატებულ მუშაობაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი დირექტორი. გამოირჩეოდა უნივერსალური ცოდნით. ახლო კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა მეცნიერთან, ივანე ბერიტაშვილთან. მათ ჰქონდათ რამდენიმე ერთობლივი სამეცნიერო შრომა ბიოლოგიის დარგში. დაჯილდოებული იყო ორდენით, მრავალი მედლით, სიგელით, წოდებით და ა.შ. 

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.94-97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: