The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჯამბრიშვილი

გივი ჯამბრიშვილი
ოფიციალური სახელი:ამირან ჯამბრიშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2003  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის უმაღლეს სასწავლებელი.

მუშაობა დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიის სარკინიგზო-სატრანსპორტო სისტემაში ერთ-ერთი სადგურის უფროსად. შემდგომში მისი შრომითი კარიერა მჭიდროდ დაუკავშირდა მშობლიურ ქალაქ გორს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პარტიის გორის საქალაქო კომიტეტში განყოფილების გამგედ; ქარხანა "გორიხელსაწყოში", რკინიგზის გორის სადგურში უფროსის მოადგილედ; რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების უბანზე უფროსად; გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში მომარაგების განყოფილებაში; ავტოსატრანსპორტო კოლონის უფროსად და სხვა. განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობის პერიოდი. მასზე იყო დამოკიდებული მთელი რიგი საცდელ-ექსპერიმენტალური სამუშაოების ბედი და იგი წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც არაერთხელ დაიმსახურა ხელმძღვანელობის მადლობა, სიგელები და პრემიები.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.97-98


გააზიარე: