The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ მესხი

სიმონ მესხი
Other name:სისო მესხი
Date of birth:1820
Date of death:1877  (at 57 years)
Category:Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

უყმო და უმამულო მცირე შეძლების აზნაური. წერა-კითხვა და საღმრთო წერილი მღვდელ დავით ბაქრაძესთან შეისწავლა, სამ წელიწადს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1840 წელს იქორწინა ანდრია მარჯანიშვილის ასულ მაგდანაზე (მაგდალენა, კოტე მარჯანიშვილის მამიდა), რომლისგანაც შეეძინა ცამეტი შვილი - ცხრა ვაჟი და ხუთი ქალიშვილი: გიორგი, სერგეი, ივანე, კონსტანტინე (კოწია), დავით (დათიკო), ეფემია, ანა, ნესტორი, კოტე (იაკობი), მარიამი, ნინო (ნუცა), პელაგია და მიხეილი. სიმონ მესხის შვილებმა ქართულ მწერლობას, თეატრსა და საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლას დიდი ამაგი დასდეს. მისივე შვილიშვილები არიან ვერიკო ანჯაფარიძე, ნინო და ბაბო გამრეკელები და სხვ., როცა მის შვილს, სერგეის, გაზეთ "დროების" გამოცემის გამო ვალები დაედო, სიმონ მესხმა რიონის მამული ბანკში დააგირავა გაზეთის ვალების გასასტუმრებლად, იგი ქართველი ერის კულტურულ დაწინაურებას ეხმარებოდა და ხელს უწყობდა. მისი შვილები: გიორგი ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად იყო ქუთაისში, ხოლო ნესტორი სახალხო მასწავლებლი კახეთში (ყვარელში). სიმონ მესხის ოჯახი ცნობილი იყო, როგორც თეატრალური ხელოვნების კერა, სადაც ხშირად იმართებოდა საოჯახო წარმოდგენები. სიმონის ბიოგრაფია ცნობილია მისივე "ძველი, გაცვეთას გადარჩენილი დავთრიდან", სადაც იგი წერდა: "როგორც საეკლესიო საბუთებიდან სჩანს, მე დავიბადე 1820 წელს. ცხრა წლისა დედ-მამამ მიმაბარა ნათლიაჩემს, მღვდელს დავით ბაქრაძეს წიგნის სასწავლებლად. რადგან დედ-მამას სურდათ ჩემი სამღვდელოება, მასთან დავყავი ოთხი წელი, ვისწავლე სამღვთო წერილი. შემდეგ განსვენებულმა ბიძაჩემმა, დეკანოზმა იესე ბაქრაძემ წამიყვანა ქუთაისს და მიმცა სასულიერო სასწავლებელში. სამ წელს ვიმყოფებოდი შიგ. მაგრამ ბევრი ვერც რა ვისწავლე და მესამე კლასიდან გამოვედი და შევედი სამსახურში. შემდეგ ამისა ჩემი სამსახურის ცხოვრება იხილება ჩემი ნამსახურეობის სიიდან. 1840 წელს ჯვარი დავიწერე ანდრია მარჯანიშვილის ასულზე მაგდანაზე". სიმონმა სამსახური ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოში გადამწერის თანამდებობით დაიწყო, შეისწავლა რუსული ენა და საქმესაც ჩინებულად უძღვებოდა. ხელფასი ძალზე მცირე, თვეში რვა მანეთი ჰქონდადა ამით ძალზე დიდი ოჯახის შენახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ თხოვნების, კასაცია-აპელაციების დაწერით დამატებით ანაზღაურებას ღებულობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. ამიტომ ამ საქმეს დიდის ყურადღებით ასრულებდა, საჩივრის ქაღალდების წერაში ათენებდა და აღამებდა, ზოგჯერ შავი საბუთის გადასაწერად შვილებიც ეხმარებოდნენ. სიმონიც მორწმუნე იყო, მაგრამ არა ფანატიკოსი, თუმცა უფროსი ქალიშვილის პელაგიას გარდაცვალების შემდეგ (რომელიც გამორჩეულად უყვარდა) ლოცვას მოუკლო და აკრძალულ წიგნებს მიეტანა, რომლებითაც მას ვაჟები გიორგი, ივანე და კოტე ამარაგებდნენ. სიმონი მოესწრო უფროსი ვაჟის გიორგის გარდაცვალებასაც. გიორგის ქვრივი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, ვაჟი ანდრია და სამი ქალიშვილი, სიმონის მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. ბაბუამ ყველა მათგანს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი, რის შემდეგ ანდრია რკინიგზის უწყებაში განაწესეს. ქალები კი აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის ქართულ თეატრში. საყურადღებოა, რომ სახელოვანი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გიორგის ქალის მარიამის ქალიშვილი იყო. სიმონი და მისი ოჯახი შეტანილია 1850 წელს შედგენილ იმერეთის თავადაზნაურთა ოჯახების სიაში. ეფემია მესხი იგონებდა მამის გარდაცვალებას და წერდა, "რომ იგი 1877 წელს ყელჭირვებით გარდაიცვალაო". (სიმონის მეუღლე მაგდანა (რუსულ დოკუმენტებში მაგდალინა), მრავალი შვილის დედა, საკმაოდ მკაცრი და შვილებისადმი მომთხოვნი ქალი ყოფილა. 13 შვილს მოგვიანებით შვილიშვილებიც დაემატა, მაგდანა ძალზე ღვთისმოშიში და მორწმუნე ქალი ყოფილა. იგი მიეკუთვნებოდა ქართველ ქალთა იმ რიგს, რომელთაც "ანბანზე" იცოდნენ "ვეფხისტყაოსანი". მან რუსთაველის სიყვარული თავის ქალიშვილს ანასაც გადასცა. იმ დროს კი ეს გატაცება ქართულის მცოდნეობის ეტალონადაც ითვლებოდა. მაგდანა მარჯანიშვილი 1898 წელს წყალმანკით გარდაიცვალა). ცნობილ მწიგნობარ, მსახიობ და საზოგადო მოღვაწეთა დავით, სერგი, კოტე, ეფემია, ივანე და ანა მესხების მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.264; ივანე მესხი: ქალაქის მდივანი / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2013.-გვ.32-34; მოგონებანი / დავით მესხი. - თბ.,1940.-118გვ. 


Share: