The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტიტე ღლონტი

Other name:"D"  (Pseudonym)
Date of birth:11 May, 1891
Date of death:9 May, 1977  (at 85 years)
Burial location:ოზურგეთის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მელიქედური, ოზურგეთის რაიონი.

სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; 1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს.

1923-1925წწ. იყო ფსიქიატრიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, ასისტენტი; მონაწილეობდა სვანეთში ინსტიტუტის დირექტორის - მიხ. ასათიანის ხელმძღვანელობით მოწყობილ ჩიყვის შემსწავლელ ექსპედიაში (1925), ხოლო ამავე წლის შემოდგომაზე - აჭარაში; 1930 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ; ამ პერიოდში გახსნა ორი დაწესებულება ოზურგეთში: ფიზიოთერაპიული განყოფილება და რენტგენის კაბინეტი; იყო ფიზიოთერაპიული განყოფილების გამგე სიცოცხლის ბოლომდე. იყო ცნობილი პუბლიცისტი, მწერალი-პროზაიკოსი, კრიტიკოსი, სატირიკოსი. 1916 წლიდან "D" (დოქტორის) ფსევდონიმით ბეჭდავდა საინტერესო სატირულ სტატიებს ჟურნალ "ეშმაკის მათრახში"; 1925 წელს მან ერთ-ერთმა პირველმა დაწერა ფსიქიატრიაში დამხმარე სახელმძღვანელო "სულით ავადმყოფები"; ჰქონდა საინტერესო მეცნიერული შრომები. მან პირველმა, როგორც ფსიქიატრმა, დაიწყო ჩვენში ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის საკითხების შესწავლა (ალექსანდრე ყაზბეგი, ტერენტი გრანელი, გალაქტიონ ტაბიძე). 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.301-302

Bibliography


Share: