| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. 1900-იანი წლებიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა გლეხთა განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მოძრაობაში მონაწილე პირებს ეხმარებოდა მატერიალურად და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, მის სახლში მოწყობილი იყო სტამბა, სადაც არალეგალური ლიტერატურა და პროკლამაციები იბეჭდებოდა. გიორგი მესხიშვილი თითქმის სამი თვე თავის ოჯახში საკუთარი ხარჯით ინახავდა დევნილ ვანო გურულს. სოფელში კაზაკების შემოსვლასაც წინააღმდეგობას უწევდა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.267
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

