| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ოქრომჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის 110-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1986 წელს მშენებლის კვალიფიკაციით. 1987-1989 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული დასავლეთ საქართველოს რაიონების აღდგენით სამუშაოებში. 1992 წლიდან სამსახური დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, იმყოფებოდა შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ ირიცხებოდა პირველი საარმიო კორპუსის პირველი ბრიგადის "თეთრი არწივის" ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 26 ივლისს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ. 344
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

