The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მესხიშვილი

ივანე მესხიშვილი
სხვა სახელი:ვანო მესხიევი
ივანე მესხიევი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1894 წელს საცხოვრებლად ქ. კავკავში (ძაუგი, ვლადიკავკაზი, ორჯონიკიძე) გადავიდა, სადაც თავისი ხელობით-დერციკი (თერძი, მკერავი) მალევე გაითქვა სახელი და ჩასვლის დღე - 7 იანვარი (20) სახელწოდების დღედ გამოაცხადა. მისი მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი კავკავში მცხოვრებ ქართველთა შორის საქველმოქმედო საღამოების გამართვას, ქართული სკოლის, თეატრის, წიგნების გავრცელებას. 1900 წელს ივანე მესხიშვილის თაოსნობით და გეგმით მოეწყო საქველმოქმედო საღამოს დარბაზი. ოლქის უფროსმა ჯილდოდ 25 მანეთი გადასცა, უანგარო მოღვაწეობისთვის ადგილობრივმა ქართულმა საზოგადოებამ ჟენევიდან გამოწერილი საათით დააჯილდოვა. იგი ეხმარებოდა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდობას; გამომგონებელ კლდიაშვილს 300 მანეთით დაეხმარა, რომელმაც ტელეგრაფით სურათების გადაცემის საშუალება გამოიგონა და სხვ. ივანე მესხიშვილმა მოითხოვა ქალებისათვის ჭრა-კერვის სახელოსნო-სკოლის დაარსება, ამის შესახებ წერილიც კი გამოაქვეყნა "კვალში" "ნაწვალევი ხელოსნის" ფსევდონიმით ("კვალი", 1895 ან 1896 წწ.).  ხალხში საზოგადოებრივ-რევოლუცურ იდეების გავრცელებას უწყობდა ხელს, ბოლშევიკებს არალეგალურ მუშაობაშიც ეხმარებოდა, მათ არალეგალურ ლიტერატურას და სტამბას ინახავდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ხელნაწერ ბიბლიოთეკას შესწირა 55 ხელნაწერი წიგნი, მათ შორის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული მასალები. ქველმოქმედი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.267; საზოგადოებრივი არქივი:  archive.ge


გააზიარე: