| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ქანთარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1942-1946წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ახლადშექმნილი თბილისის ხელსაწყოთმშენებლობის და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც დაარსების დასაწყისშივე დაევალა რეაქტიული თვითმფრინავების ფრენითი გამოცდის შედეგების ავტომატური დამუშავება, ხოლო მას შესაბამისი ავტომატური სისტემების დაპროექტება, გამოცდა და დანერგვა. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1962 წელს მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკის კათედრის გამგედ. 1964 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა კიბერნეტიკის ფაკულტეტი, რომლის პირველ დეკანად აირჩიეს. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. 1990 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა მანქანური თარგმნის ცენტრი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი დაქვემდებარებით. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში და შეთავსებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება დაჯახებათა თეორიის მათემატიკური საფუძვლების შექმნას. ვარიაციული მეთოდების ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში გამოყენებას. რეაქტიული თვითმფრინავების ტელმეტრიული გამოცდების ჩატარების ორგანიზაციას. მართვის პროცესში ოპტიმალური არჩევის გადაწყვეტის პრობლემატიკას. ასევე აღსანიშნავია დიფერენციალური გეომეტრიის და ფსევდოკომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენებით კვანტური ველის თეორიის საფუძვლების აგება. მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილია სამწერლო ასპარეზი. იგი ავტორია მრავალი შესანიშნავი მოთხრობისა და რომანისა - "კორნელია". თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი, ფიზიკის თანამედროვე პრობლემების ღრმა მკვლევარი, უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი დეკანი 1963-1971წწ., მრავალი ორდენით, მედლითა და სახელმწიფო და საუნივერსიტეტო პრემიებით დაჯილდოებული. პროფესორი. წყარო: გივი ქანთარია : ხსოვნა / ჟუჟუნა ნიჟარაძე ; რაფიელ ჩიქოვანი, დიმიტრი ხულელიძე, თენგიზ სანაძე და სხვ. // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2011.-6 ოქტომბერი, N184 (6817).-გვ.11 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

