| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კასრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1959 წელს; საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1959-1971წწ. მუშაობდა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მრავალტირაჟიან გაზეთ "საბჭოთა აგრონომიის" რედაქტორად; 1974-1977წწ. ბოლნისის რაიონული გაზეთ "გამარჯვების დროშის" რედაქტორად; 1977-1988წწ. გაზეთ "კომუნისტის" უფროს კორესპონდენტად; 1988-1989წწ. ჟურნალ "საქართველოს სოფლის მეურნეობის" რედაქტორის პირველ მოადგილედ; 1989 წლიდან გაზეთ "საბჭოთა ოსეთის" რედაქტორად; 1989-1992წწ. მსახურობდა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის რესპუბლიკური ცენტრის "საქაგროინფორმის" დირექტორის მოადგილედ; 1993-1995წწ. გაზეთ "ქართული სოფლის" და გაზეთ "მეურნეს" რედაქტორად; 1995 წლიდან იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაზეთ "სამხედრო გაზეთის" პასუხისმგებელი მდივანი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.225 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

