The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოლიათ კეკელია

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1940
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2012  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხურჩა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1967 წელს.

1968-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ინფორმაციის რედაქციაში კორესპონდენტად; 1993-1997წწ. იყო საქართველოს შრომის, დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს პროფორიენტაციისა და ფსიქოლოგიური დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სოციალურ–ეკონომიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს "აგროინფორმის" სპეციალური კორესპონდენტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.225


გააზიარე: