The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი კიკვაძე

დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1960 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში კორესპონდენტად; 1969-1970წწ. რადიოკომენტატორად; 1977 წლიდან რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად; 1980 წლიდან პროპაგანდის მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად; 1992 წლიდან იყო საქტელერადიოკორპორაციის საინფორმაციო სააგენტო "კონტაქტის" დირექტორი. მისი რეპორტაჟები და ნარკვევები ყოველთვის იმსახურებდა მსმენელთა სიმპათიებს, რამდენიმე მათგანი რადიოს "ოქროს ფონდში" ინახება.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.226

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: