The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ქევანიშვილი

გურამ ქევანიშვილი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2015  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1954-1955წწ. მიავლინეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კურსების მსმენელად; 1955 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1976 წლიდან - დოცენტი; უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: რადიოტექნიკის საფუძველი, იმპულსური ტექნიკა, რხევათა თეორია, გამომსხივებელი სისტემები, რადიოტალღების გავრცელება, ზემაღალ სიხშირეთა ფიზიკა, ელექტროდინამიკა; 1982 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის გამგე; 1984 წელს ხარკოვის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1986 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს რადიოფიზიკის სხვადასხვა დარგებს: არაწრფივ რხევთა თეორია, ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქცია და გავრცელება, ცოცხალ ორგანიზმებზე (ბიოლოგიურ ელემენტებზე) დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის მოქმედების პირველადი ფიზიკური მექანიზმის განსაზღვრა. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი შრომა. არის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი თავის სპეციალობაში. მათი უმეტესობა ძირითადი სახელმძღვანელოა რადიოტექნიკისა და კავშირგაბმულობის სპეციალობებში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორთოგონალურ ფუნქციათა მეთოდი დიფრაქციის თეორიაში", დაიცვა 1984 წელს (ქ. ხარკოვი).

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან / იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი.-თბ.,2017.-გვ.297

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ ელექტრული და ელექტრო-საინჟინრო ინსტიტუტი (IEEF), სამეცნიერო წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: