The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:18 დეკემბერი, 1992  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს.

1934-1938წწ. იყო ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორი; 1938-1949წწ. თბილისის სტომატოლოგიური საავადმყოფო ინსტიტუტის ნერვულ დაავადებათა კათედრის ასისტენტი; 1949-1966წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდისა და სამკურნალო ფიზკულტურის კათედრის დოცენტი; 1966-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ნერვულ დაავადებათა კათედრის პროფესორი; ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიისა და 5 სახელმძღვანელოსი (სახელმძღვანელოებიდან ერთი სამედიცინო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურას შეეხება, 4 - ნევროპათოლოგიას). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.392-393; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.415

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: