| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის ექიმ ვაჟინსკის კბილის საექიმო სკოლა 1894 წელს. 1900-1927წწ. თბილისის კბილის ექიმთა საზოგადოების ორგანოზატორი და მისი პირველი თავმჯდომარე, ამიერკავკასიის ოდონტოლოგთა პირველი ყრილობის მოწვევის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1925); ქართულად თარგმნა სახელმძღვანელოები ოდონტოლოგიაში; დაბეჭდა შრომა კბილის საექიმო საქმის განვითარების ისტორიის შესახებ საქართველოში; 1923 წლიდან მიწვეული იყო უფროს ასისიტენტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სტომატო-ოდონტოლოგიის დოცენტურის კლინიკაში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. პირველი ქართველი კბილის ექიმი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.466-467; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.501-503 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

