The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შალამბერიძე

ოთარ შალამბერიძე
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1996  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

1951-1960წწ. მუშაობდა პროფესორ გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლიდან დირექტორის მოადგილის ჩათვლით; 1973-1974წწ. პროფ. ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კურსის ხელმძღვანელი (1974); ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კათედრის გამგე (1984); საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ჰაერის გამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების ექსპერიმენტულ შესწავლას. შეისწავლიდა ასევე, ბიოლოგიური და სოციალური გარემოს ფაქტორების გავლენას ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზმზე. დაბეჭდილი აქვს სახელმძღვანელო. ექიმი - ჰიგიენისტი, დოქტორი (1971), პროფესორი (1972).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.496-497

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, მდივანი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: