The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისიდორე მეფარიშვილი

Other name:Очевидец  (Pseudonym)
ბაქოელი ქართველი  (Pseudonym)
ტაბოღნარელი  (Pseudonym)
წიფნარელი  (Pseudonym)
Date of birth:1864  (162 years)
Category:Politician, Rail professional

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წიფნარი (კოხნარის თემი), ჩოხატაურის რაიონი.

მუშაობდა თბილისში მაღაზიაში შეგირდად, ოჯახში დამხმარედ, 1891 წლიდან თბილისის რკინიგზის კონდუქტორად. 1892-1893 წლებიდან მონაწილეობდა განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ხოლო 1901-1902 წლებში ხაშურის რსდმპ წრის ჩამოყალიბებაში. ეს წრე რევოლუცური ბრძოლისათვის მუშებსა და გლეხებს ამზადებდა. 1903 წლიდან ისიდორე მეფარიშვილი ამ წრეს ხელმძღვანელობდა. 1903-1906 წლებში ხაშურის ორგანიზაციაში მუშაობდა, როგორც აქტიური პარტიული მუშაკი, საგაფიცვო ბიუროს თავმჯდომარე და ორგანიზატორი, 1905 წლიდან მონაწილეობას იღებდა მუშათა პარტიულ საქმიანობაში, როგორც მკითხველთა კოლეგიისა და პარტიის რაზმის წევრი, სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩეველი და სხვ. 1905 წელს ხაშურის რაიონის რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელობისათვის დააპატიმრეს და 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 1906 წელს ყარსის ციხეში ჩასვეს, საიდანაც მანიფესტის შედეგად განთავისუფლებულ იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მშობლიურ სოფელში გადასახლებით, სადაც არალეგალურ პარტიულ საორგანიზაციო მუშაობას აწარმოებდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გურიაში 8 თვე მკითხველთა წრეს ხელმძღვანელობდა (ასწავლიდა პარტიის პროგრამის მინიმუმს და მაქსიმუმს), 1906 წლის ბოლოს, მისივე თხოვნით, ბაქოში გააგზავნეს, სადაც არალეგარულად სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში მუშაობდა. აქ შეიპყრეს და სამხედრო სასამართლოს გადასცეს, მაგრამ აქედანაც თავი დაიხსნა და რკინიგზის მოხელეთა რეაქციონერობის შესახებ ბაქოს გაზეთში წერილი გამოაქვეყნა ("Очевидец"-ს სახელით), რის გამოც ჟანდარმერიამ ხელწერილი ჩამოართვა, რომ წერილში მოხსენებულ მოხელეს პრობლემები არ შეექმნებოდა. 1912-1917 წლებში თბილისის რკინიგზის სადგურის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საორგანიზაციო სამუშაოებს. პერიოდულად გაზეთებში წერდა და ათავსებდა სტატიებს პარტიული მუშაკების შესახებ. რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა. 1929 წლიდან იყო პერსონალური პენსიონერი. დაწერა მოგონებანი "ჩემი რევოლუცური წარსულიდან". რევოლუციონერი, პარტიული მუშაკი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.285-286

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1915-)

Share: