The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ იოსელიანი

დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1878
გარდაცვ. თარიღი:1952  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი 1902 წელს.

1904 წელს დაბრუნდა საქართველოში; წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ოლღას სახელობის ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტის (დაარსდა მე 19-საუკუნის 70-იან წლებში და არსებობდა 1917 წლამდე) ორდინატორად; 1906 წლიდან კითხულობდა ლექციებს და მუშაობდა იქვე არსებულ საფერშლო სკოლის დირექტორად; 1908 წელს წაიკითხა საქართველოში ლექციების კურსი მალარიის შესახებ საბურთალოში, სადაც ძლიერ მძვინვარებდა ეს სენი. გამოცემული აქვს რიგი შრომებისა: "მიგდებულ ბავშვთა პატრონობის შესახებ", "სისხლდენის შესახებ". შეადგინა სახელმძღვანელოები ჰიგიენაში, ფიზიოთერაპიასა და ავადმყოფთა მოვლაში. პირველი ქართველი მეან-გინეკოლოგი ქალი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.512-513

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: