| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ მეფისაშვილი![]()
Biographyწარმოშობით ახალციხელი გრიგოლ მეფისაშვილი, აღიზარდა რომში, ფლობდა სხვადასხვა ენას. 1829 წელს ახალციხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მღვდლად გააამწესეს. მის დანიშვნამდე ეს ეკლესია გაუქმებული იყო ქართველი კათოლიკე მღვდლების დაპატიმრების გამო. ამ ეკლესიაში სომეხი მღვდელთმსახურების გავლენით საეკლესიო დავთრები 1739-1770 წლებში სომხურ ენაზე იწერებოდა. გრიგოლ მეფისაშვილმა ხსენებული დავთრების წერა ქართულად დაიწყო (მსახურებდა 1840 წლამდე). წერდა მკურნალობის შესახებ წერილებს (ნაწილი გამოქვეყნებულია 1904 წლის "მოგზაურში"), ასევე ქართველ კათოლიკეებს სასტიკი ეროვნულ-სარწმუნოებრივი დევნის დროს მფარველობდა. მწიგნობარი და მკურნალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.286
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

