| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კუციავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის რესპუბლიკური ცნობების რედაქტორად; 1977-1978წწ. იყო რადიოს გაცვლითი პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; 1978-1986წწ. რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, იქვე მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1985-1991წწ. საქინფორმის დირექტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ "კვირაძალის" პასუხისმგებელი მდივანი; 1992-1995წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს გაცვლითი ტელერადიო პროგრამების მთავარი რედაქტორი; საქართველოს ტელერადიოკორპორაციის საერთაშორისო ურთიერთობის დირექციის დირექტორი; 1999 წლიდან საქტელერადიოკორპორაციის პროდიუსერი. 1995 წლიდან იყო აქტუალური სატელევიზიო ინტერვიუების ავტორი და წამყვანი. საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში მუშაობის დროს არაერთხელ იყო დასახელებული საუკეთესო ჟურნალისტად. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.228 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

