The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა რეხვიაშვილი

შოთა რეხვიაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1949
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1993  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ურავი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ცეკავშირის სავაჭრო ტექნიკუმი.

მუშაობდა რევიზორად ჯერ ამბროლაურის რაიონში, ხოლო შემდეგ სოხუმში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის (მიიღო ოფიცრის წოდება) მოხდის შემდეგ დაბრუნდა გუდაუთაში, 1989-1992 წლებში მუშაობდა გუდაუთის "კურორტვაჭრობაში". აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩაირიცხა №2 საბრძოლო ბატალიონში, თან ბატალიონში შექმნილ საფინანსო განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა. შოთა რეხვიაშვილი ყოველთვის ბრძოლის შუაგულში ტრიალებდა, ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა დაჭრილები, ახერხებდა ტყვეების გაცვლასა და გამოყვანას. სოხუმში ბატალიონში ყოფნის დროს კაპიტნობა მიიღო. დაიღუპა 1993 წლის 16 თებერვალს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.359-360

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: