| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ეგნატაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. იყო ჯანდაცვის ორგანიზატორი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ჰემატოლოგი; 1947-1953წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე; 1953-1971წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1957), მესამე რანგის სამხედრო ექიმი (1940), სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი, სამედიცინო სამსახურის კაპიტანი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის გამოშვებისა და სისხლის გადასხმის მნიშვნელობა კუჭის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციაზე", დაიცვა 1957 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.520-521; poisk.re/awards Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

