| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით რიჟამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საწირე, ტყიბულის რაიონი. 1984 წლის 25 აპრილს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გერმანიაში, დაბრუნდა 1986 წლის 9 მაისს. 1986 წლის სექტემბერიდან მუშაობა დაიწყო მაღაროში, 1987-1988 წლებში სწავლობდა თბილისის №74 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1989 წელს ისევ დაბრუნდა სამუშაოდ მაღაროში. 1990 წლის სექტემბერში სწავლა განაგრძო ქ. ტყიბულის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. პარალელურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1992 წლის 13 ივნისს დაიჭრა ქ. გორთან შეტაკების დროს, დაიღუპა 14 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.361
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

