| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალომე ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1906 წელს სალომე და მისი მამიდაშვილი თინათინ ჯორჯაძე სანქტ-პეტერბურგში, ქალთა უმაღლეს სასწავლებელში "ბესტუჟევის კურსებზე" სასწავლებლად გაემგზავრნენ. პეტერბურგში ყოფნისას გაიცნო ზინოვი პეშკოვი, მწერალ მაქსიმ გორკის შვილობილი. 18 წლის ასაკში სალომე ცოლად გაჰყვა 17 წლით უფროს მდიდარ რუს მემამულე პაველ ანდრეევს, რომელთანაც ქალიშვილი, ირინე შეეძინა. წყვილი მალე განქორწინდა, განქორწინების შემდეგ მიღებული თანხით სალომემ სალონი გახსნა, სადაც ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ. 1917 წლის რევოლუციების დროს, სალომე საქართველოში გამოემგზავრა. არეულობის გამო, გზად ციხეშიც მოხვდა, თუმცა, მისი თაყვანისმცემლის ზინოვი პეშკოვის დახმარებით, რომელიც საქართველოში საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად მუშაობდა, თბილისში დაბრუნება შეძლო. 1917-1920წწ. იგი საქართველოში ცხოვრობდა და არტისტული თბილისის კულტურული ცხოვრების განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც რევოლუციურ რუსეთს გამოქცეული არაერთი ხელოვანი აფარებდა თავს. საქართველოში მოახლოებული არეულობის წინ, სალომემ ზინოვი პეშკოვთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთში გაიხიზნა. ორი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. მალე სალომე ადვოკატ ალექსანდრ განპერნზე დაოჯახდა, მუშაობა კი მოდის ჟურნალში დაიწყო. რეკომენდაცია მას ილია ზდანევიჩმა გაუწია. მისივე მეშვეობით დაუახლოვდა ჟან კოკტოს, კოკო შანელს, ტრისტან ცარას და სხვ. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, ალექსანდრ განპერნი ამერიკაში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და კარგად იყო ინფორმირებული ევროპაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამის შესახებ მან სალომეს აცნობა და შესთავაზა, ქალიშვილთან ერთად მასთან, ამერიკაში ჩასულიყო. ირინემ უარი თქვა გამგზავრებაზე, ამიტომ სალომე ამერიკაში შვილიშვილთან, ფილიპესთან ერთად გაემგზავრა. რამდენიმე წლის შემდეგ, ალექსანდრ გალპერნი ინგლისში გადაიყვანეს სამუშაოდ და ცოლ-ქმარი ლონდონის პრესტიჟულ რაიონში, ჩელსი-პარკ გარდენზე, ძველებურ მდიდრულ სახლში დასახლდა. ლონდონში სალომე აგრძელებდა მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას, ხვდებოდა მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს, მსახიობებს, მეგობრობდა უინსტონ ჩერჩილის ქვრივთან, კლემენტინასთან, ცნობილ მსახიობ და რეჟისორ პიტერ უსტინოვთან, ბერძენ მილიონერ არისტოტელე ონასისთან. მის გვერდით ყოველთვის იყო უახლოესი მეგობარი ბარონესა მარია ბუდბერგი. იყო არაერთი პოეტისა და მხატვრის მუზა. მეგობრობდა ანა ახმატოვასთან, მარინა ცვეტაევასთან, მასთან თავს აფარებდნენ რევოლუციურ რუსეთს გაქცეული ხელოვანები. ლიდია და ბათუმის თავის ნიკოლოზ (ივანე) ანდრონიკაშვილების შვილი, იასე ანდრონიკაშვილის და. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-31-35; სალომეას ფერფლი ლონდონის თავზე... / ირინა ვლადისლავსკაია; მოამზადა ოთარ ტურაბელიძემ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2019.-8 მარტი.-N48 (8714).-გვ.6
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

