| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ლუარსაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტსკოლა პრესის, რადიოს და ტელევიზიის განხრით 1969 წელს. 1958-1964წწ. იყო კომკავშირულ სამუშაოზე; საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში უფროს რედაქტორად, სტუდია "პუბლიცისტის" მთავარი რედაქციის განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, სატელევიზიო პროგრამა "მრეწველობის" რედაქტორად; 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა პროგრამას "ეკოლოგიური ქრონიკა". არის მრავალი სატელევიზიო გადაცემის ავტორი: "საპოვნელა", "შრომა და დასვენება", "ორიონი", "მოქალაქე, საზოგადოება, კანონი", "ბრაკონიერები", "ეკოლოგიური ქრონიკა", "გადავარჩინოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ", "პური ჩვენი არსობისა", "ტყე ეროვნული საუნჯეა", "რა გზით ვიაროთ" და სხვ. თანამშრომლობდა რესპუბლიკის ჟურნალ–გაზეთებში. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.230; სიმართლისათვის ხმალამოღებული / მარადი ანასაშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2001. - 28 იანვარი. - N22 (3763). -11გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

