| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა მირიჯანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1967 წელს; მოსკოვის რეპორტაჟის ორწლიანი ლექტორიუმი 1961 წელს. 1957-1977წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისის" ლიტმუშაკად, პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ; 1977-1982წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" პასუხისმგებელ მდივნად; 1989-1991წწ. განყოფილების გამგედ; 1992-1993წწ. ჟურნალ "პოლიტიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ; 1993 წლიდან იყო გაზეთ "ცნების" რედაქტორ–მენეჯერი და ჟურნალ "პრეს-კურიერის" მთავარ რედაქტორად; ჟურნალისტთა კავშირის ძირეული პრესის სექციის მდივანად. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

