| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ სამხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1989 წელს ჩააბარა ქ. კუიბიშევის (ახლანდელი სამარის) რკინიგზის მშენებლობის ინსტიტუტის გზათა მშენებლობის ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე. ჩამოაყალიბა ახალგაზრდული საქველმოქმედო კავშირი "ჰერეთი", რომელის მიზანი იყო დანგრეული ისტორიული ძეგლების აღდგენა საქართველოს სასაზღვრო ზონებში. 1990 წლის ზაფხულში მისი ხელმძღვანელობით სტუდენტებისაგან შემდგარმა თანამოაზრეთა ჯგუფმა დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები ძველი ჰერეთის, კერძოდ VI საუკუნის მსხალგორის წმინდა გიორგის ეკლესიის (სავარაუდო სამონასტრო კომპლექსი) ტერიტორიაზე. 1991 წელს აღნიშნულ ძეგლზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის პრეზიდიუმმა საქართველოს საპატრიარქოსთან და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ნებართვა გასცა სამუშაოების ჩასატარებლად, იმავე წლის ზაფხულში სტუდენტთა უფრო გაზრდილი ჯგუფის თანხლებით გაგრძელდა ძეგლის აღდგენისათვის აუცილებელი წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგის, არქიტექტორის და ბოდბის ეპარქიის წარმომადგენლის მონაწილეობით. თეიმურაზ სამხარაძემ ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო ზურაბ ჭავჭავაძას საქველმოქმედო ასოციაციის დაარსებაში და იყო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1991 წლიდან იყო "მხედრიონის" ქართველ მაშველთა კორპუსის მებრძოლი. 1992 წლის ზაფხულში დაინიშნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრთაგან შემდგარ მოხალისეთა სამხედრო შენაერთის "ილიას ლაშქრის" მეთაურად. მძიმედ დაიჭრა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 30 ოქტომბერს. გარდაიცვალა 1992 წლის 31 ოქტომბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.374-376 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

