The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან მელაძე

სულხან მელაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1965  (61 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1988 წელს.

1982-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის რეჟისორის ასისტენტად, უმცროს რედაქტორად, რედაქტორად; 1992-1993წწ. იყო შემოქმედებითი გაერთიანება "ალიონის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1993-1997წწ. "ალიონის" კომენტატორი; საქართველოს პარლამენტის პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი. ავტორია სატელევიზიო გადაცემებისა: "ინტერვიუ–ანკეტა", "ვერნისაჟი", "სვე", "ალიონი", მიღებული აქვს სატელევიზიო ფესტივალის "მანა-95"-ის პრიზი "ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამის საუკეთესო წამყვანისათვის". კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. დიპლომატ გივი მელაძისა და ჟურნალისტ ვალია ხაზალიას შვილი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.232


გააზიარე: