| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელე წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლობენი, ავსტრია. ელენეს ოჯახმა საქართველო 1925 წელს დატოვა. მამის, ვასილ წერეთლის გარდაცვალების შემდეგ, დედამისი ცოლად გაჰყვა ჭიათურის მანგანუმის ბელგიელ მრეწველსა და ინჟინერს ოგიუსტ მუსლის, რომელმაც დიდი მამული შეიძინა ბელგიის ქალაქ სურბროდში. მონაზონთა სკოლის დამთავრების შემდეგ, ელენემ შეისწავლა სამედიცინო ტანვარჯიში – კინეზოთერაპია და 1964 წლამდე მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ბრიუსელის ლაზარეთში, სადაც კინეზოთერაპიის კაბინეტს ხელმძღვანელობდა. იყო კინეზოთერაპიის ბელგიური საზოგადოების წევრი. გარდა ამისა, 1930 წლიდან მოყოლებული, ინტენსიურად სწავლობდა ძველი ქართული ხელოვნებისა და მუსიკის ისტორიას. სწორედ ამ სფეროთი დაინტერესებამ განაპირობა, რომ 53 წლის ელენე წერეთელი 1964 წელს ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მუსიკათმცოდნეობის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის აირჩიეს ბელგიის მუსიკისმცოდნეობის სამეფო საზოგადოების ნამდვილ წევრად, მოგვიანებით – პარიზის ეთნომუსიკის შემსწავლელი საზოგადოების წევრად. 1950-1975წწ. ელენე წერეთელი იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებსა და უცხოურ პრესაში, იუნესკოს, პარიზის ეთნომუსიკის შემსწავლელი საზოგადოების, ბელგიის მუსიკისმცოდნეობის საზოგადოების გამოცემებში. აქვეყნებდა როგორც მუსიკათმცოდნეობით ნაშრომებს, ასევე მხატვრულ თარგმანებს (გრიგოლ ორბელიანის "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში") და მიმოხილვით წერილებს, ხშირად "ბანის" ფსევდონიმით. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება", "ზოგიერთი სახე ქართულ ტრადიციულ საეკლესიო გალობაში", "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ანგარიში", "ქართული ტრადიციული სიმღერები, მისი წარსული და აწმყო" და სხვა. 1969-1974წწ. გამოიცა ელენეს მიერ მომზადებული საგალობლების სამი ფირფიტა. მუდმივად იწვევდნენ პრესტიჟულ სამეცნიერო ფორუმებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. იყო საერთაშორისო ფესტივალის (ბიდგო, პოლონეთი, 1969), პარიზის ეთნომუსიკის შემსწავლელი საზოგადოების ყრილობის (1973), წმ. ნიკოლოზ-ვააზის საზოგადოების ყრილობის (1974) და სხვა ფორუმების მომხსენებელი. კითხულობდა საჯარო ლექციებს ბრიუსელის და ლუვენის უნივერსიტეტებში; სორბონის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია შუა საუკუნეების ქართულ მუსიკალურ კულტურაზე; ზაქარია ფალიაშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარიზისა და ლიეჟის უნივერსიტეტებში წაიკითხა ლექციები. ელენე წერეთელი პროფესიულ საქმიანობას წარმატებით უთავსებდა საზოგადოებრივს. 1930 წლიდან ბელგიაში არსებობდა ქართული სათვისტომო, რომლის კულტურულ ცხოვრებას 1940-იანი წლების მიწურულიდან გარდაცვალებამდე ელენე წერეთელი უძღვებოდა. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-195-199
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

