The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ სახამბერიძე

თეიმურაზ სახამბერიძე
Date of birth:1964
Date of death:9 July, 1993  (at 29 years)
Category:Military Person, Hero of Georgia, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1981-1982 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის საძიებო განყოფილებაში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსთავის ფილიალის ქიმიურ ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა რუსთავის ქიმიურ ქარხანაში. პირველი კურსის დახურვის შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დღის დასწრებულ განყოფილებაზე, ქიმიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1985 წელს. განაწილებით ერთი წელი იმუშავა მეტეხის აგურის ქარხანაში ცვლის უფროსად. ამის შემდეგ მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში. 1992 წლის 1 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე იმსახურა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, ორხევის ცალკეული ასეულის მეთაურის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა აფხაზეთში საომარ მოქმედებაში. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს ტამიშის ხიდთან მოწინააღმდეგის დესანტის შემოტევის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ. 378


Share: