| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია მახათაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1980წწ. იყო ქ. ჭიათურის სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის მთავარი ექიმის მოადგილე; 1984-1999წწ. რესპუბლიკური სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) შრომის ჰიგიენის ექიმი; 1999-2006წწ. სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სანიტარული ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე; ჭიათურაში სამსახურის დროს პარალელურად ქალაქის ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში გაერთიანებულ ბავშვებს ასწავლიდა ავია, ავტო, გემთსამოდელო საქმეს; დაკავებული იყო რადიო-ტელე საქმითაც, ჭიათურაზე გადაღებული აქვს სამოყვარულო რამდენიმე ფერადი ფილმი; ამასთანავე იყო შესანიშნავი ავტომრბოლელი -კარტინგისტი, ხშირად იღებადა მონაწილეობას კარტინგისტთა შეჯიბრებაში და წარმატებებიც ჰქონდა ამ სფეროში. სანიტარული ექიმი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.579-582
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

