The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა მინდიაშვილი

Date of birth:18??
Date of death:27 August, 1906
Category:Politician

Biography

1905 წელს გლეხთა რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად გორის მაზრის თავად-აზნაურობამ, ზ. აბდუშელიშვილის და გიორგი ამილახვარის მეთაურობით, ჩამოაყალიბა სადამსჯელო რაზმი, რომელიც თავს ესხმოდა რევოლუციაში მონაწილე გლეხთა ოჯახებს და აწიოკებდა. ამ რაზმის ასეთმა თარეშმა გამოიწვია მაზრაში "წითელი რაზმის" შექმნა. რევოლუციის დამარცხებამ და სტოლიპინის დიქტატურამ დაშალა (როგორც ყველა რევოლუციური ორგანიზაცია) "წითელი რაზმი". წითელ რაზმელებს სასტიკი დევნა დაუწყო ხელისუფლებამ - ზოგი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი კატორღაში გაგზავნეს, ზოგი გადაასახლეს ციმბირში, ხოლო ვინც დაჭერას გადარჩა, ცხინვალის რაიონში იმალებოდა.  წითელრაზმელების ერთ-ერთი ჯგუფი, ყორაშვილის მეთაურობით, გაყაჩაღდა და რაიონში გლეხებს ძალიან ავიწროვებდა. 1906 წელს სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ ყორაშვილის რაზმთან მოსალაპარაკებლად და მათი არსებობის ლიკვიდაციის მოსახდენად გააგზავნა ნ. მინდიაშვილი, რომელმაც სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის სახელით წინადადება მისცა, დაშლილიყვნენ. ისინი ამაზე არ დათანხმდენ და გლეხებს უფრო მეტი სისასტიკით აწიოკებდნენ. ნიკა მინდიაშვილი დარწმუნდა, რომ გაყაჩაღებული რაზმელები იარაღს არ დაყრიდენ და შეეცადა ძალით მათ განიარაღებას. ამ ნიადაგზე გაყაჩაღებულმა რაზმელებმა მოკლეს იგი. პარტიული მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი (წარმოშობით სოფელი არბოდან, ყოფილი ცხინვალის მაზრა).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.305


Share: