| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასიკო მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1961-1962წწ. მუშაობდა თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის მხატვარ–რეტუშორად; 1936-1964წწ. გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" კორესპონდენტად; 1965-1966წწ. გაზეთ "სამშობლოს ხმის" კორესპონდენტად; 1967-1968წწ. გაზეთ "ეკრანის ამბების" პასუხისმგებელი მდივანად; 1968-1969წწ. იყო გაზეთ "საქართველოს კინომატოგრაფისტის" მთავარ რედაქტორი; 1969-1972წწ. გაზეთ "სამშობლოს" პასუხისმგებელი მდივანი; 1973 წლიდან გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორის მოადგილე; 1974 წლიდან პრესის გავრცელების რესპუბლიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1975-1977წწ. გაზეთ "თბილისის"; 1977-1979წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის"; 1979-1984წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კორესპონდენტი მოსკოვში; 1984-1986წწ. მუშაობდა ჟურნალ "ახალი ფილმების" მთავარ რედაქტორად; 1992-1993წწ. გამომცემლობა "ფიროსმანის მეგობრების" დირექტორად; 1993-1996წწ. საერთაშორისო საზოგადოება "ფიროსმანის მეგობრების" პრეზიდენტიად; 1966 წლიდან კლუბ-ჟურნალ "ქართველების" მთავარი რედაქტორი და გამომცემელია. მხატვრულ–დოკუმენტური და პუბლიცისტური ჟანრის 13 წიგნის ავტორია. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.234; ვასილ მჭედლიშვილი : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2010. - 24 აპრილი. - N76 (6442). - 11 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

