| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი. მიხეილ მირიანაშვილი მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სწავლობდა პოლონეთში, ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში, საიდანაც აქტიური რევოლუციური მოღვაწეობისათვის (იყო "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" აღმასრულებელი მდივანი) გარიცხეს და დააპატიმრეს. ვეტერინარის დიპლომი ყაზანის უნივერსიტეტში აიღო. მიხეილ მირიანაშვილი 1906-1912 წლებში მსახურობდა განჯის (ყაზახი, ელისაბედპოლი) გუბერნიის სამაზრო ქალაქ აღსტაფაში ექიმ–ვეტერინარად. იგი ფართო პრაქტიკული და სამეცნიერო–პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა ვეტერინარიის დარგში, რისი დასტურიცაა 1925–1932 წლებში მის მიერ გამოქვეყნებული ბროშურები შინაური ცხოველების დაავადებათა მკურნალობის შესახებ. ფიზიკოსების გრიგოლ და მათე მირიანაშვილების მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.315; აკ. მათე მირიანაშვილის ზოგადი ფიზიკის კურსის და ზოგიერთი ფიზიკური თეორიის ანალიზი : ავტორეფ... ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. 07.00.10 / ოზოლდა ლექვინაძე.-თბ.,2006.-გვ.40 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

